არაფერი ისე ღრმად არ გადმოსცემს ქართული ღვინის ხასიათს, როგორც საფერავი. დაძველებული ფრანგული მუხის კასრებში ვანილისა და სანელებლების სინთეზით, მაყვლისა და ალუბლის ცოცხალ არომატებთან ერთად, ქმნის დაცული წარმოშობის დახვეწილ ღვინოს დაბალანსებული მჟავიანობით.
წინანდალი
ორი ენდემური ქართული ჯიშის, კახური მწვანესა და რქაწითელის ერთიანობა. კახური მწვანე – მრავალფეროვანი ცოცხალი არომატისთვის: მწვანე ვაშლის, ციტრუსის და მინდვრის ყვავილის ტონებით, დაბალანსებული მკვეთრი სასიამოვნო მჟავიანობით და რქაწითელი სხეულის ხავერდოვანი საფარისთვის, რომელსაც დამატებით ელეგანტურობას ანიჭებს დაძველება ფრანგულ მუხის კასრებში.